|
2023-10-20 16:52:22, 635 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - ჩვენ არ ვიღებთ ბაიდენის მსგავს ტონს რუსეთის ფედერაციისა და პუტინის მიმართ
ჩვენ არ ვიღებთ ბაიდენის მსგავს ტონს რუსეთის ფედერაციისა და პუტინის მიმართ, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტი და "ჰამასი" გაათანაბრა. პესკოვის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ასეთი რიტორიკა სახელმწიფოთა პასუხისმგებელ ლიდერებს შეეფერებოდეს". „აშკარაა, რომ ეს არის ძალიან ამაღელვებელი, პოტენციურად საშიში მომენტი საერთაშორისო ვითარებაში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ომში. ეს არის ძალიან ემოციური და ბევრი ემოციაა სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსების გამოსვლებში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა სახელმწიფოთა პასუხისმგებელ ლიდერებს შეეფერებოდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა ჩვენთვისაც მისაღები იყოს. ჩვენ არ ვიღებთ ასეთ ტონს რუსეთის ფედერაციის, ჩვენი პრეზიდენტის მიმართ“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ აქვთ საერთო, ორივეს სურს, მთლიანად გაანადგუროს მეზობელი დემოკრატია“.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)