|
2023-10-20 12:00:27, 961 ნახვა
მსოფლიო
BBC-ის დირექტორის მოადგილე - ღაზაში, საავადმყოფოზე თავდასხმის გაშუქებისას შეცდომა დავუშვით
BBC-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯონათან მანრო აცხადებს, რომ ღაზას სექტორში, ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოზე თავდასხმის გაშუქებისას შეცდომა დაუშვეს. აღსანიშნავია, რომ BBC-ის განცხადება მოჰყვა ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, BBC "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად არ მოიხსენიებს. ჰერცოგმა ისრაელში ვიზიტით მყოფ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს უთხრა, რომ "ეს ფაქტების დამახინჯებაა". ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მაუწყებლებს მოუწოდა სიზუსტისკენ, რადგან მათ "გავლენა აქვთ როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მთელ მსოფლიოში". შეგახსენებთ, ღაზას სექტორში მდებარე ალ-აჰლის ბატისტურ საავადმყოფოში აფეთქება 17 ოქტომბერს მოხდა. "ჰამასმა" მომხდარში, რომელსაც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ისრაელი დაადანაშაულა. აფეთქებიდან ერთი დღის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაქვეყნა ვიდეოკადრები და თქვა, რომ საავადმყოფოს აფეთქება "ისლამური ჯიჰადის" მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)