|
2023-10-19 14:32:51, 1110 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. დადებითად შეფასდა საქართველოსა და საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომელიც სერიოზული საფუძველი და სტიმული იქნება ქვეყნებს შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე საინვესტიციო თანამშრომლობის მიმართულებით. ასევე, ხაზი გაესვა ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას ინვესტიციების მოზიდვის, ტურისტული ნაკადების ზრდის, სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, პირდაპირი საჰაერო რეისების სტიმულირებისა და სხვა მიმართულებით. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საამიროები საქართველოსთვის სტრატეგიული ტურისტული ბაზარია.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)