|
2023-10-18 17:27:02, 673 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როდესაც ზურაბიშვილი გაურბის შეკითხვას - საქართველო იმსახურებს თუ არა სტატუსს, ეს იმის ლუსტრაციაა, რომ ის მუშაობს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაექცა პასუხს კითხვაზე- საქართველო, არსებული მოცემულობით, თავისი ხელისუფლებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, დეკემბერში იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც პრეზიდენტი გაურბის ამ შეკითხვას, ეს იმის ლუსტრაციაა, რომ ის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მუშაობს. „როდესაც სალომე ზურაბიშვილი გაურბის ამ შეკითხვას ეს ხომ არის იმის ლუსტრაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუშაობს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამ კითხვიდან გაქცევა სხვა არაფერია, თუ არა იმის აღიარება, რომ სალომე ზურაბიშვილი, დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, პირდაპირ უპირისპირდება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)