00:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 17:11:41, 855 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის შეხვედრების სერია 19 ოქტომბერს დაიწყება

„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ მომხმარებლებს შეთავაზებების მართვის ახალი პლატფორმა - „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერი წარუდგინა. Ads მენეჯერის შეხვედრების სერიის ფარგლებში პირველი ონლაინ ღონისძიება - გაიგე როგორ შექმნა სწორი შეთავაზება, 19 ოქტომბერს გაიმართება.

შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ როგორ მუშაობს შეთავაზების მართვის ახალი პლატფორმა და მისი რეკომენდერ სისტემა. შეხვედრას „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის Product Owner - თორნიკე სამადაშვილი გაუძღვება და შემდეგ საკითხებს განიხილავს :  

  • როგორ შექმნათ შეთავაზებები 1 200 000-ზე მეტი ადამიანისთვის;
  • რა ტიპის ანალიტიკის ნახვის შესაძლებლობა გაქვთ Ads მენეჯერით;
  • რომელ ციფრულ არხებში გამოჩნდება თქვენ მიერ შექმნილი შეთავაზება;
  • როგორ ნახავთ უკვე შექმნილი შეთავაზების ანალიტიკას.

„საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდას და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. მოხარული ვარ, რომ Ads მენეჯერის შეხვედრების სერიის ფარგლებში უნდა ვისაუბრო ამ ინოვაციურ პროდუქტზე, თუ როგორ მუშაობს და როგორ შეუძლიათ ბიზნესებს შექმნან შეთავაზებები 1 200 000 - ზე მეტი ადამიანისთვის.  ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას“ - განაცხადა თორნიკე სამადაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის Product Owner -მა

შეხვედრა ჩატარდება  ონლაინ. რეგისტრაცია შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია ბიზნესის ზრდით ან ახალი მარკეტინგული შესაძლებლობებით, 19 ოქტომბრის 18:00 - მდე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics