|
2023-10-18 11:34:53, 648 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც კენჭისყრაში და არც დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს
"სტრატეგია აღმაშენებელი" არც კენჭისყრაში და არც დებატებში არ მიიღებს მონაწილეობას,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, ჯგუფის ყველა ცალკეული წევრი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. "ჩვენ თავიდანვე გვქონდა პოზიცია, რომ კენჭისყრაში და ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებდით, რაც შეეხება დებატებს, საბოლოო პოზიცია არის ჩამოყალიბებული, ჩვენ არც დებატებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ვსაუბრობ "სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით, რაც შეეხება ჯგუფს, ჩვენი ჯგუფის ცალკეული წევრი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. "სტრატეგია აღმაშენებელი", კიდევ ერთხელ ვამბობ, არც კენჭისყრაში და არც დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს",- განაცხადა მანჯგალაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას. შეგახსენებთ, დღეს, 18 ოქტომბერს პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)