|
2023-10-17 19:27:43, 587 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი - ეს იყო ცილისწამება ჩემსა და ჩემი შვილის წინააღმდეგ, სარჩელიც მაქვს შეტანილი და ფიზიკური პირისგან ვითხოვ ბოდიშს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ჯუანშერ ბურჭულაძეს შეკითხვა მისი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვეს, თითქოს მის შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად, აბანოს ბიზნესი აქვს, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ ცრუ ბრალდებებისთვის მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა და აღნიშნა, რომ პროცესის მოგებას აუცილებლად შეძლებს. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მისი ოჯახის წევრი 1995 წლიდან არის ჩართული ბიზნეს საქმიანობაში. "შეიარაღება, სოციალური პაკეტები არ იზრდება და თქვენი ბიზნესი იზრდებაო, არ ვიცი ამაში რას გულისხმობთ. ერთი საათი ვისაუბრე იმის შესახებ, თუ რა იზრდება და რა შედეგები მოჰყვა კონკრეტული, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. „ჯარისკაცების სოციალური პირობები გვაქვს ისეთი, არასდროს რომ არ გვქონია. ამ სოციალური პირობების დამატებით, გარანტიები გავეცით სოციალური, ეს იქნება განგრძობითი და გარანტირებული პროცესი. ბინებით უზრუნველყოფა იქნება გარანტირებული პროცესი, ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით თქვენ გეშლებით მე თქვენს ხელისუფლებაში - კეზერაშვილი, რომელიც მართლა მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა. ასევე, კარგად მახსოვს თქვენი ლიდერიც, რა ქონებით მოვიდა და წავიდა მისი ოჯახი“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)