17:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 17:22:42, 1932 ნახვა

სამხედრო
ბურჭულაძე - ახალი კოდექსით აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხა ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტარების წინაშე  „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

„კოდექსით დავარეგულირეთ არაერთი ხარვეზი. მინდა, გამოვყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კოდექსმა დაარეგულირა. ეს არის ის, რომ წვევამდელთა სამსახური იქნება მხოლოდ თავდაცვის ძალებში და მომავალი წლიდან წვევამდელთა სამსახური არსებითად შეცვლილი იქნება. ასევე, დარეგულირდა სამხედროებისთვის სოციალური გარანტიები, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ოფიცერთა შემადგენლობა და მათ ჰქონდეთ გარანტირებული პირობები“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ამ კონტექსტით, თავდაცვის მინისტრმა მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით სამხედროების საყოფაცხოვრებლო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

მინისტრის განმარტებით, სამუდამოდ აღმოიფხვრა ნაკლოვანებები, რაც უკავშირდებოდა „რელიგიურ ორგანიზაციებს“, რომლებიც "ხელს უწყობდნენ წვევამდელებს ჯარისგან თავის არიდებაში".

„ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციები დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ზოგადად, ჩვენი უსაფრთხოების სექტორისთვის. პირობითად, 90% ვისაც უნდოდა თავის არიდება სავალდებულო სამსახურისთვის, იყენებდა ამ საშუალებას. ეს ხარვეზი ჩვენ გამოვასწორეთ და, იმედია, ამის ირგვლივ გავერთიანდებით“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics