01:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 16:52:16, 579 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით - ბურჭულაძე

„მინისტრის ფორმატის“ ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება დაუთმო კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხსაც. მისი განცხადებით, თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

„ევროკავშირისაგან ბოლო ორ წელიწადში ჯამში 4 მლნ ევრომდე იქნა გამოყოფილი. ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში აღსანიშნავია კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ჩამოყალიბება, რომელიც იქნა დაფინანსებული გრანტით 700 000 ევროს ფარგლებში“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, დიდი ბრიტანეთის ძალისხმევაც გამოყო და განაცხადა, რომ ბრიტანული მხარე აქტიურად მუშაობს პროექტირება-მშენებლობის გეგმაზე. მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში ბრიტანული მხარე თანადაფინანსებით გამოყოფს 5 მლნ ფუნტს, დანარჩენ ფინანსური რესურსს კი, ქართული მხარე შეავსებს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2024 წელს თბილისში კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობას დაიწყება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics