23:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 12:51:22, 713 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როგორ შეიძლება, პრეზიდენტი, რომელიც ზეპარტიული და ნეიტრალური უნდა იყოს, უზრდელობდეს

როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზეპარტიული უნდა იყოს კონტიტუციის მიხედვით და ნეიტრალური უნდა იყოს, უზრდელობდეს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსა და დეპუტატებს თავს დაესხა.

"ჩვენ არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, მაგრამ შეიძლება, ნაკლები ეკადრა. გამოვიდა და პირდაპირ თავს დაესხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. არცერთი არგუმენტი არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რა არ მოეწონა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში და გამოიყენა უხეში ტერმინები - სირცხვილია და ა.შ. უფრო მეტიც - დეპუტატების მიმართ ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. ეს არის, შეგახსენებთ, ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს - როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზეპარტიული უნდა იყოს კონტიტუციის მიხედვით და ნეიტრალური უნდა იყოს, უზრდელობდეს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ესეც მისი პრობლემაა",- თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, ზურაბიშვილმა აგვისტო-სექტემბერში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.

აღსანიშნავია, რომ პროცესი ამის შემდეგ გადადის პარლამენტში, სადაც კენჭს უყრიან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭიროა 100 ხმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრა მიმდინარე სასესიო კვირაში გაიმართება.

სასამართლოს დასკვნას გუშინვე გამოეხმაურა პრეზიდენტი და ის "ევროპული მომავალისა და დემოკრატიის მკვლელობად ან მცდელობად" შეაფასა.

ზურაბიშვილმა პარლამენტში, საიმპიჩმენტო კენჭისყრაზე მისვლაც დააანონსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს "პატარა კაცები" უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics