|
2023-10-16 22:10:44, 630 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე საკონსტიტუციოს სამ მოსამართლეზე - მათ აქვთ იურიდიული განათლება და თუ დავალებაა, როგორც გვარამიას პოსტში გამოჩნდა, უჭირთ იმის შესრულება, რომ დაწერონ, პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია
ოპოზიციის წარმომადგენლები სახელებით და გვარებით ლაპარაკობდნენ იმ მოსამართლეებზე, რომლებიც დააფიქსირებდნენ განსხვავებულ აზრს, მაგრამ ამ დრომდე რომ განსხვავებული პოზიცია არ არის, ეს ბუნებრივი ამბავია, იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ვერ წარმომიდგენია, არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც იურისტს, რა უნდა ჩაწერონ განსხვავებულ პოზიციაში, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის განსხვავებული პოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პრაქტიკულად არ არსებობს იურიდიული არგუმენტი, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. მისივე განცხადებით, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეების დასკვნა, რომლებსაც ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. „თუ მართლაც გვარამიას და სხვებს ჰყავთ ეს მოსამართლეები, ისინი მათ სთხოვენ, როგორც ჩანს, განსხვავებული აზრის იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ საბოლოო შედეგი იყოს დასკვნის სახით ჩაწერილი, რომ პრეზიდენტს თითქოს არ დაურღვევია კონსტიტუცია. ამის დაწერა პრაქტიკულად შეუძლებელია. წარმოუდგენელია, რა იურიდიული არგუმენტი უნდა ჩაწეროს ადამიანმა, იურისტმა, რომ პრეზიდენტს არ დაურღვევია კონსტიტუცია. დაიწერა 50 გვერდიანი დასკვნა და სავარაუდოდ გაცილებით ნაკლები შეუძლებელი გახდა სამი მოსამართლის მიერ ამ დროში დაწერილიყო, იმიტომ რომ მათ აქვთ იურიდიული განათლება და როგორც ჩანს უჭირთ, თუ დავალებაა და როგორც გვარამიას პოსტში გამოჩნდა, ასე ჩანს, იმის შესრულება და აღსრულება, რომ დაწერონ, რომ არ დაურღვევია პრეზიდენტს კონსტიტუცია. დაველოდოთ მაინც, რას დაწერენ, ნუ გავაკეთებთ წინსწრებად დასკვნებს. თუ განსხვავებული პოზიცია იმაში გამოიხატება რომ დაარღვია, მაგრამ რაღაც იურიდიული წიაღსვლები უნდათ განავითარონ სიტუაციის რაღაცნაირად შესამსუბუქებლად, ეს არ ვიცი. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე, როგორც იურისტს, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რა უნდა დაწერონ, რომ დაიჭირონ პრეზიდენტის მხარე და დარღვევაში თანამონაწილეები გახდნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)