05:17 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 19:57:11, 924 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის სხდომას ესწრება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე უზბეკეთში, გაერო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპის კომისიის სხდომას ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ტურიზმის სააგენტოს ცნობით, რიგით 69-ე კომისიის სხდომაზე ევროპის რეგიონში მიმდინარე ტენდენციები, ტურიზმის აღდგენის დინამიკა, გამოწვევები, ეკონომიკური არასტაბილურობა და კლიმატის ცვლილება განიხილეს.

"სესიაზე საუბარი შეეხო, თუ როგორ უნდა აღდგეს ტურიზმი რეგიონში.  კომისიის სხდომაზე 2030 წლის ტურიზმის ხედვა განიხილეს, რაც  რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, უსაფრთხოებას, თანამშრომლობის გაღრმავებას და ტურიზმის აღდგენას  ითვალისწინებს.

სესიის ფარგლებში ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ტურისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთთანამშრომლობის მიზნით.

ევროპის კომისიის სხდომის შემდეგ სამარყანდში  გენერალური ასამბლეის  25-ე სესია გაიმართება. ღონისძიებას გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ოფიციალურად  გახსნის", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics