02:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 17:41:07, 682 ნახვა

საზოგადოება
მედია - ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებელმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, მან მოსწავლეს თმაზე მოქაჩა, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა კი, მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს. 

სკოლის დირექტორმა, ნანი ცივაძემ გამოცემა "ბათუმელებთან" საუბრისას მომხდარი ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სკოლამ მოკვლევა დაიწყო, მასწავლებელმა სკოლა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

"ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა სკოლიდან", - განუცხადა სკოლის დირექტორმა გამოცემა "ბათუმელებს".

TV25-ს მანდატურის სამსახურში უთხრეს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შედგა დარღვევის აღრიცხვის ფურცელი, მოსწავლეს კი ფსიქოსოციალური მომსახურება შესთავაზეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics