02:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-15 12:20:34, 596 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგიამ სოფელ საკეციაში, დავით ციმაკურიძის ოჯახურ რთველში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სოფელ საკეციაში,  დავით ციმაკურიძის ოჯახურ რთველში მიიღო მონაწილეობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რაჭაში, სოფელ საკეციაში, მევენახე დავით ციმაკურიძეს მუჯურეთულის, ალექსანდროულის, ცოლიკაურის და ციცქას ჯიშის ყურძენი 15 ჰა ფართობზე აქვს  გაშენებული. 

მევენახის რთველში, მინისტრთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე იმყოფებოდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად განხორციელებული სუბსიდირების მეშვეობით, მევენახეები იღებენ კარგ შემოსავალს. ვფიქრობთ, რომ წელს, რაჭაში, დაახლოებით 1500 ტონაზე მეტი იქნება მოსავალი. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დარგის განვითარებას და ვენახების გაშენების პროცესს. გვაქვს ახალი პროგრამა მაღალმთიანი რეგიონებისთვის, რომლის ფარგლებშიც ვაფინანსებთ სამეწარმეო საქმიანობას, მათ შორის არის მარნების მოწყობის დაფინანსება, ახალი საწარმოების შექმნა, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მევენახემ შეძლოს ღვინის დაწურვა, დაყენება და უფრო მაღალი შემოსავლით მისი რეალიზება; საკმაოდ ბევრი განაცხადია შემოსული ახალი პროგრამით სარგებლობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა დავით ციმაკურიძის ღვინის მარანიც „საკეციის მარანი” დაათვალიერა, რომელიც მევენახე ფერმერმა სოფლის განვითარების სააგენტოს „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების“ პროექტით თანადაფინანსებით გახსნა. 

შპს ,„საკეციის მარანს" წლიურად 15 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. მარანში წელს პირველად დააყენებენ ღვინოს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics