00:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 13:43:08, 755 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - „ნაცმოძრაობის“ წევრების კვიპროსში ვიზიტი განაცხადია, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს დიდი ოდენობით კრიმინალური ფული

ვხედავთ, რომ რეალურად, დავით კეზერაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი არიან დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში, რაც მოასწავებს იმას, რომ ზუსტად იგივე მმართველობის სტილი გვექნება იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც,  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის მენეჯმენტი კვიპროსში, დავით კეზერაშვილს შეხვდა.

ჩიქოვანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები იმის შესახებ, რომ პარტიაში ჩრდილოვანი მმართველობა არ არსებობს, მათსავე ქმედებებს ეწინააღმდეგება.

მისი თქმით, "კეზერაშვილთან შეხვედრა იმის ღია განაცხადია, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი რაოდენობით კრიმინალური ფული უნდა შემოვიდეს".

„მგონი ერთმანეთს ეწინააღმდეგება მათი ქმედებები და განცხადებები. ვთვლი, რომ ეს არის ღია სიგნალი და დარწმუნებული ვარ, ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება ჩვენს საზოგადოებასაც და საერთაშორისო პარტნიორებსაც, იმიტომ, რომ ეს პრაქტიკულად განაცხადია, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს დიდი ოდენობით კრიმინალური ფული, რომელიც კრიმინალური გზებით არის მოპოვებული საქართველოში და რომელიც კრიმინალური საშუალებით არის წართმეული და მოტყუებით გამორთმეული ევროპელი პენსიონერებისათვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics