00:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 13:17:38, 771 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი ოჩამჩირის მილიტარიზაციის საკითხზე - ჩვენ გვაქვს უკიდურესი პროტესტი და რა თქმა უნდა, ამაში მაქსიმალურად გვინდა დავიხმაროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები

მილიტარიზაციის თვალსაზრისით სამწუხარო რეალობაა, არამხოლოდ ოჩამჩირეში, არამედ აფხაზეთის სხვადასხვა წერტილებში გვაქვს სამხედრო კონცენტრაცია ოკუპირებული ძალების. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია და რაც აქამდე გაგვიკეთებია - ეს არის საერთაშორისო მეგობრობის ჩართულობა და ეს არის უკიდურესი პროტესტი და რა თქმა უნდა, ამაში მაქსიმალურად გვინდა დავიხმაროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არცერთ ეგრედწოდებულ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის არანაირი იურიდიული და საერთაშორისო ძალა არ აქვს.

„ჩვენ გვაქვს სამწუხარო რეალობა, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია და ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო განლაგებას. ჩვენთვის არცერთ ეგრედწოდებულ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას და არამხოლოდ ჩვენთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის არანაირი იურიდიული და საერთაშორისო ძალა არ აქვს და ეს ყველაფერი არის ოკუპაციის ერთ-ერთი გამოვლინება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics