07:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-08 18:53:08, 625 ნახვა

საზოგადოება
გრიშაშვილის სკვერში ხარფუხობის დღესასწული გაიმართა

გრიშაშვილის სკვერში ტრადიციად ქცეული ხაფუხობის დღესასწაული, ე.წ. გრიშაშვილობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით, სკვერის მიმდებარედ, განსხვავებული კონცეფციის - იოსებ გრიშაშვილის სახელობის ღია ტიპის მუზეუმი გაიხსნა - აღნიშნული სივრცე პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. 

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ დამსწრეთ ხარფუხობის დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა თბილისური ყოფისა და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას. 

კრწანისის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის თქმით, სასიხარულოა, რომ ეს დღესასწაული მოსახლეობისთვის საყვარელ თარიღად იქცა. მისივე განმარტებით, წელს სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო მაღალია, რადგან იქაურობას ლამაზი სივრცე - გრიშაშვილის სახელობის ღია ტიპის მუზეუმი შეემატა. 

„მეხუთე წელია მიმდინარეობს ე.წ გრიშაშვილობა, იგივე ხარფუხის დღესასწაული, სადაც ერთი საათით ცოცხლდება გრიშაშვილისეული ძველი თბილისი. ამას გარდა, აქ მოეწყო იოსებ გრიშაშვილის ღია მუზეუმი. მადლობა ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, სკვერში თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა. გაცოცხლდა ძველი ხარფუხი.  ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რეკვიზიტი და ძველქართული კოსტიუმი, რომლის მორგება და ფოტოების გადაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. 

გრიშაშვილის სკვერში გამართულ ღონისძიებას, ასევე, მერის მოადგილე კახა გულედანი და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics