|
2023-10-08 14:48:18, 738 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი - აზერბაიჯანთან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა გვინდა
ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ბევრ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. „ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე "შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივები. იცით, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარებას, რომელიც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზების მოდერნიზაციას და განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანს ვიცი, რომ დაწყებული აქვს მასშტაბური სამუშაოები. ჩვენ, საქართველოს ასევე დაწყებული გვაქვს სამუშაოები, რომელიც ეხება რკინიგზის მოდერნიზაციას, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს და რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება, გაორმაგდება. ჩვენ ასევე ვიწყებთ ძალიან მალე ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ასევე, ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. ასევე რამდენიმე თვეში დასრულდება კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ახლა და რამდენიმე თვეში ჩვენ ამ პროექტსაც დავასრულებთ. ასე რომ, ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)