05:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 11:20:09, 729 ნახვა

პოლიტიკა
ტურავა - ბნელი გადაწყვეტილების მიღება რომ გვდომოდა, სხდომას არ ჩავატარებდით

ჩვენ რომ გვდომებოდა, რამე შავი, ბნელი გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა.

როგორც ტურავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგენების განხილვის დაწყებამდე თქვა, საკონსტიტუციო სასამართლო ორივე მხარის პოზიციას მოისმენს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანს გადაწყვეტილებას. 

"ჩვენ რომ გვდომებოდა, რამე შავი, ბნელი გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით. სასამართლოს შეეძლო, საერთოდ არ გამოეძახა არც წარდგინების ავტორები, არც პრეზიდენტის წარმომადგენლები, ისე, დახურულ კარს მიღმა მიეღო გადაწყვეტილება. ის, რომ ჩვენ ერთიც და მეორეც მოვიწვიეთ და საჯაროდ ჩავატარეთ ეს პროცესი, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ არცერთი მხარის მიმართ არ ვართ და ვერც ვიქნებით მიკერძოებულები. აბსოლუტურად და სრულიად თავისუფალი ვართ. ჩვენ როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვღებულობთ, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის კონსტიტუციის შესაბამისი. არავითარი აგრესია არც პრეზიდენტის და არც მისი წარდგინების ავტორების მიმართ არ გვაქვს. ეს არის თქვენი მცდარი განცდები. შესაბამისად, როდესაც დასრულდება პროცესი და მოვუსმენთ ორივე მხარეს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ტურავამ. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა მეორე დღეა მიმდინარეობს.

სხდომას არ ესწრება პრეზიდენტი. მან სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics