|
2023-09-29 16:01:50, 1394 ნახვა
რეგიონი
კასპის მერია - ყაზბეგის ქუჩაზე ხელოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია
კასპში ყაზბეგის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბეტონზე ხელოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, პროექტის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ადგილზე გაეცნო. „მოედანი განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ. უკვე დასრულდა შესაბამისი ინვენტარით აღჭურვაც. ხელოვნურ საფარიანი მოედნის სამუშაოებს შპს „ევრო ალიანსი“ ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 78 791 ლარია. ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის საჭიროა მეტი სპორტული სივრცე და ხელშეწყობა, რასაც კასპის მუნიციპალიტეტის მერია მიზნობრივად ახორციელებს“,- აღნიშნულია კასპის მერიის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)