00:21 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 18:23:59, 1386 ნახვა

ომი უკრაინაში
ნორვეგია უკრაინას 92 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

ნორვეგია უკრაინას 92 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობაში აცხადებენ.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის მოსახლეობას დიდ ტანჯვას აყენებს და აღნიშნავს, რომ უკრაინელებს სჭირდებათ დახმარება "რათა გადაიტანონ ომის კიდევ ერთი ზამთარი".

დახმარება გაეროს და წითელი ჯვრის მიერ შექმნილი უკრაინისთვის არსებული პროგრამებით განაწილდება.

"ჰუმანიტარული დაფინანსება მიზნად ისახავს უზრუნველვყოს, რომ ყველაზე დაუცველებმა, ბავშვებმა, ლტოლვილებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მიიღონ სასიცოცხლო დახმარება, როგორიცაა თავშესაფარი, საკვები, წყალი, სანიტარული დახმარება, განათლება, ჯანდაცვა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა", - ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics