02:03 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 11:39:16, 1387 ნახვა

ომი უკრაინაში
კრემენჩუკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ კრემენჩუკზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პოლტავის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, დმიტრო ლუნინზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლუნინის განცხადებით, დაშავებულთა შორის ერთი ორსულია.

"სტაციონარში მკურნალობს 19 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. სულ 6 ბავშვი დაშავდა.

დაშავებულებს შორის არის ერთი ორსული ქალიც“,- აცხადებს ლუნინი.

ცნობისთვის, რუსეთი კრემენჩუკს 22 სექტემბერს დაესხა თავს. სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics