12:07 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 23:28:50, 861 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი გლდანზე - საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება

საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტს. 

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას სიფხიზლისკენა და მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

 " "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ხდება, იმის ზუსტი კალკია, რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში და ედუარდ შევარდნაძის დავალებით ლევან მამალაძე ქვემო ქართლში აკეთებდა. კარგად მახსოვს, 2003 წელს რა ისტერიკაში იყო ჩავარდნილი მაშინდელი ხელისუფლება. ისიც მახსოვს, ბათუმში დღე არ გაივლიდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს თავს არ დასხმოდნენ. ვისი შეშინება უნდა ივანიშვილს? ქართველი ხალხი მშიშარა არ არის, დროა, ყველა ძლიერად დავდგეთ. საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება. 

ესენი აღარ არიან პოლიტიკოსები, არამედ, კრიმინალური ბანდაა, რომელიც დღეებს ითვლის და თავის გადარჩენას ცდილობს. საქართველო ყველა მის მოქალაქეს ეკუთვნის და არა ერთ მუჭა ორგანიზებულ კრიმინალებსა და ФСБ-ს აგენტებს, რომელთაც უზარმაზარი ქონება მიითვისეს. რაც უფრო მეტი და კოორდინირებული ვიქნებით, ნაკლებად შეძლებენ ძალადობრივი ФСБ-ს გეგმის თავზე მოხვევას.

ახლა საჭიროა სიფხიზლე და მობილიზაცია, ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ, მოგიწოდებთ ჩვენი რიგების გაძლიერებისკენ. მე აღტაცებული ვარ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამბედაობით და ზუსტად ასეთია ენმ-ს ტრადიცია. მე ვამაყობ თქვენით", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკრებულოში მათ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ საკრებულოში დღევანდელ პოლიტიკურ დაძაბულობასა და კონფლიქტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics