13:39 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 18:37:55, 671 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს, ის ემსახურება ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების ინტერესებს

ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს, ის ემსახურება ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების ინტერესებს,- ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ბანკს დაავალა, არ დაემორჩილოს აშშ-ის სანქციებს FSB-ს აგენტად ქცეული ყოფილი გენერალური პროკურორის წინააღმდეგ.

"მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაფსი: ივანიშვილმა ეროვნულ ბანკს უბრძანა, დაემორჩილებინა აშშ-ის სანქციები ყოფილი მთავარი პროოკურორის წინააღმდეგ, რომელიც გახდა FSB-ს აგენტი. პარლამენტი მმართველი პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" კრივის რინგად იქცა; პროდასავლური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის მოლოდინშია.  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2024 წლის არჩევნების წინ მმართველი პარტიის სრული კონტროლის ქვეშაა. ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს. ის ემსახურება ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების ინტერესებს",- წერს გახარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics