14:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 12:32:30, 598 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს - „მათი პროფესიონალიზმია ჩვენი ქალაქის სისუფთავის და კიდევ ბევრი სხვა სიკეთის საწინდარი“

თბილისის მერი კახა კალაძე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ყოველდღიური საქმიანობისთვის მადლობას უხდის. 

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მოქალაქეებს სთხოვა, იმ ადამიანების შრომას, რომლებიც ქალაქის დასუფთავებასა და განათებაზე ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ, პატივი სცენ. 

„დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიული დღეა. მინდა, მივულოცო თითოეულ თანამშრომელს, რომელთა ყოველდღიურ, 24-საათიან შრომაზე დგას თბილისი. სწორედ მათი პროფესიონალიზმია ჩვენი ქალაქის სისუფთავის, სინათლისა და კიდევ ბევრი სხვა სიკეთის საწინდარი. თბილისელებს კი ვთხოვ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, პატივი ვცეთ იმ ადამიანთა შრომას, ვინც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს ჩვენი ქალაქისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და მადლობას ვუხდი იმ შრომისთვის, საქმიანობისთვის, რასაც ჩვენი ქალაქისთვის გულწრფელად აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics