14:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 12:02:43, 700 ნახვა

საზოგადოება
„თბილისობა“ 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება

სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2023“, 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართება, 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ.

„ტრადიციულად, წელსაც დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე, 12:00-დან 22:00 საათამდე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, რომლის ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე დაიწყება საზეიმო კონცერტი. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა“,- აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტი საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას „თბილისობის“ პროგრამასთან დაკავშირებით.

„რამდენიმე დღეში თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს გავაცნობთ უფრო დეტალურ ორდღიან პროგრამას, სად რა კონცერტი გაიმართება. ბევრ სტუმარს ველოდებით. ვიცი, რომ ბევრი თბილისელი და ასევე, რეგიონებში მცხოვრებლები ელოდებიან „თბილისობის“ დღესასწაულს. წელსაც გვექნება შესაძლებლობა, ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქალაქის დღე“,- დასძინა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics