|
2023-09-18 17:52:22, 1354 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ნიდერლანდების მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, მარი ზანაქიძე და ედუარდ ნაკაშიძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ნიდერლანდების მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენს გაეროს სააგენტოს და საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე, როგორიცაა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია, მიგრანტების დაცვა და დახმარება, მიგრანტთა ჯანმრთელობის დაცვა, შრომითი მიგრაცია და ადამიანური რესურსის განვითარება. ასევე IOM მხარს უჭერს მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებასა და კვლევას, უზრუნველყოფს მიგრაციასთან დაკავშირებულ ყველა სტრუქტურის შესაძლებლობების გაძლიერებას. "შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლა იმ პროგრამების შესახებ, რომელთა სარგებლობა ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს შეუძლიათ. მინისტრის მოადგილეებმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნეს აჭარაში მოქმედი სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები და მისიის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადეს ქართველი მიგრანტებისათვის გაწეული დახმარებისათვის. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 174 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, მოქმედი მისიების დახმარებით ახორციელებს სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნების პროექტს, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მყოფ რთულ ვითარებაში აღმოჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება სამშობლოში დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)