16:15 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 16:32:21, 921 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ოტმარ კარასმა მადრიდში განაცხადა. 

როგორც კარასი აღნიშნავს, მისთვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა ქართველი ხალხისთვის.

„ევროპარლამენტმა ხმამაღლა აღნიშნა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში მრავალი ადამიანისთვის. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს არის ჩვენი პერსპექტივა და საერთო ხედვა. ახლა უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წინ ევროკავშირში და ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში“, - განაცხადა ოტმარ კარასმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ცნობისთვის, მადრიდში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics