16:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 21:23:10, 748 ნახვა

საზოგადოება
მერია ცენტრის ბენეფიციარებზე - გადანაწილდებიან, არ მოხდება თერაპიის სეანსების შეწყვეტა

თბილისის მერია ილიას უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მერია აცხადებს, რომ სიტუაციის შესახებ მათთვის მხოლოდ გუშინ, 12 სექტემბერს გახდა ცნობილი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი ვერ მოახერხებს ბენეფიციარების შესაბამისი ფართით უზრუნველყოფას, ბავშვები მერიის სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან.

"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ცენტრი იხურება, რაც შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დადგინდა.

იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერია საქმის კურსში 12 სექტემბერს ჩააყენეს, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა.

აღსანიშნავია, რომ მერიის პროგრამით მომსახურება, ჯამში, 1 850 ბავშვს და მოზარდს უფინანსდება", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. 

ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში მოქალაქე გვანცა გულიაშვილმა დაწერა, რომ მიიღეს ინფორმაცია ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი დახურვასთან დაკავშირებით - მისი განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია სწავლის დაწყების წინა დღეს მიაწოდეს და ასზე მეტ ბენეფიციარი ცენტრის გარეშე რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics