|
2023-09-13 12:42:48, 1132 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე - 1-ელი აგვისტოდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ თირკმლის ტრანსპლანტაციის წინა მოსამზადებელი კვლევების დაფინანსება დაიწყო
2023 წლის 1-ელი აგვისტოდან, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თირკმლის ტრანსპლანტაციის წინა მოსამზადებელი კვლევების დაფინანსება დაიწყო,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. ნიჟარაძის თქმით, თირკმლის ტრანსპლანტაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს, ხოლო აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფრაგლებში, დაიწყო დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის განსაზღვრის მიზნით საჭირო კვლევების დაფინანსება. "წინა მოსამზადებელი კვლევები პაციენტებს დაუფინანსდებათ წარმოდგენილი ანგარიშ- ფაქტურის მიხედვით სრულად, ერთჯერადად. პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება გულის, ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციები. ცვლილების თანახმად, დაიწყო ასევე ტრანსპლანტაციის შემდგომი აუცილებელი კვლელვების დაფინანსებაც. აღნიშნული სიახლე შეეხება პაციენტებს, რომლებსაც 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ აქვთ ჩატარებული ორგანოთა ტრანსპლანტაცია. მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 1 500 000-ით გაიზარდა და შეადგენს 5 388 000 ლარს",- აცხადებს ნინო ნიჟარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)