23:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 12:51:23, 1147 ნახვა

სამართალი
კუპატაძე - დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა

დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა. 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაცის მეშვეობით,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

როგორც კუპატაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მთლი ქვეყნის მაშტაბით მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის, 10-ზე მეტი პირია დაკავებული. 

"მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი პირი უკვე, მაგრამ ღონისძიება გრძელდება და დღის განმავლობაში დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამ პიროვნებებთან განხორციელდა რამდენიმე ეტაპად საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, როგორიცაა "კოკაინი", "ჰეროინი", „ალფა“, „პვპ“, „ელესდე“, „მარიხუანა“ და ა.შ. სხვადასხვა ლოკაციებზე ხდებოდა ამ ადამიანების მიერ ნარკოტიკული საშუალებების განთავსება, ეს არის სადარბაზოები, სასაფლაოები, სკვერები, პარკები. დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები",- აცხადებს კუპატაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics