01:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-09 12:13:51, 1095 ნახვა

ომი უკრაინაში
კრივოი როგზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

კრივოი როგზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის თქმით,  34 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია, მათ ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ.

"გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. 34 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია. მათ ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ

[ამ დროისთვის] კრივოი როგში ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, საზოგადეობრივი ტრასნპორტი, სოციალური და სამედიცინო დაწესებულებები სტაბილურად მუშაობს", - აცხადებს კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმა გუშინ განახორციელეს. უკრაინის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადმინისტრაციული შენობა და 7 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics