|
2023-09-08 12:23:15, 740 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ბორელთან ხაზი გავუსვით, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით EU-ის დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს
ბორელთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ მნიშვნელოვანია, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ დღემდე ევროკავშირის დოკუმენტებში საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილები ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება. "ვისაუბრეთ უსაფრთხოების მხრივ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა მაინც, ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს. მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი. სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის დოკუმენტებში ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილები. მნიშვნელოვანია, ამ მხრივაც ჩვენ ვიგრძნოთ ევროკავშირის მხრიდან საკითხების სათანადო შეფასება",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი გუშინ, 7 სექტემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, ბორელი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)