19:21 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 10:00:45, 755 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, რეგიონული და წყლის მართვის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია იმყოფება

საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, რეგიონული და წყლის მართვის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი საფრთხის ზონებს, ტყის მართვის გამოწვევების მქონე არეალებსა და  იმ სატყეო ფართობებს გაეცნენ, სადაც ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელობამ ავსტრიელ კოლეგებს მუხის სახეობისა და მუხნარი კორომების მდგომარეობზე ინფორმაცია მიაწოდეს, რადგან ავსტრიაში კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შედეგად, ფოთლოვანი სახეობები და განსაკუთრებით მუხა მოწყვლად სახეობად ითვლება. ასევე, გაეცენენ საქართველოში ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ მიდგომებსა და პრაქტიკას, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასა და მდგრადი, ბუნებრივი ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

მხარეებმა, ტყეებზე კლიმატის ცვლილების გავლენის, ბუნებრივი საფრთხეების მართვასა და ტყის აღდგენასთან დაკავშირებით სამომალო თანამშრომლობის პერსპეტივებიც განიხილეს.

ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც უმასპინძლეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics