12:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 17:34:26, 1258 ნახვა

რეგიონი
აჭარიაში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს „გლობალური განვითარების ორგანიზაციის“ დელეგაციას უმასპინძლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მიზანს შრომის უსაფრთხოების საკითხებში ქართულ-გერმანული პროექტის სამომავლო თანამშრომლობის განხილვა წარმოადგენდა.

„შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნონა გალოგრე, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი მახარაძე და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ კახიძე ესწრებოდნენ.

„გლობალური განვითარების ორგანიზაციის“ დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში განიხილეს წინა წლებში ააიპ „ბიზნეს საქართველოსთან“ ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, შრომის უსაფრთხოების სფეროში დაწყებული თანამშრომლობის შედეგები. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებას - საქართველოში შრომის უსაფრთხოების  მოქმედი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, რომლის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ექსპერტთა ასოციაცია (VDSI)“ იქნება ჩართული.

პროექტის ფინანსურ და საექსპერტო მხარდაჭერას უზრუნველყოფს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს“ გლობალური განვითარების ორგანიზაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics