21:51 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 11:18:24, 729 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი იმპიჩმენტზე - მნიშვნელოვანია, საზოგადოებას დავანახოთ, რომ კონსტიტუცია მთავარი კანონია და მისი დარღვევა არ უნდა ხდებოდეს

მნიშვნელოვანია, საზოგადოებას დავანახოთ, რომ კონსტიტუცია მართლაც მთავარი კანონია ქვეყანაში და მისი დარღვევა არ უნდა ხდებოდეს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას.

ვოლსკის თქმით, "ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული ფორმულა, რომ მთავრობა არ იმსახურებს და საზოგადოება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, კიდევ სხვა მუხლის დარღვევაცაა, რომელსაც ევროინტეგრაციის საკითხებზე ვალდებულებები აქვს გათვალისწინებული კონსტიტუციაში". 

"დაიწყება პროცედურა, ჩავაბარებთ, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ეტაპი უნდა გაიაროს, მაგრამ ერთი რამაა მნიშვნელოვანი, საზოგადოებას დავანახოთ, რომ კონსტიტუცია მართლაც არის მთავარი კანონი ქვეყანაში და მისი დარღვევა არ უნდა ხდებოდეს. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ მთავრობასთან შეუთანხმებელი საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელ, თავნება წარმოების ელემენტებზე, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რეალურად არსებობს საქართველოსთვის ხელშემშლელი ფაქტორების შექმნის მთელი ჩამოყალიბებული სტრატეგია, რასაც რადიკალური ოპოზიცია მიმართავს. ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული ფორმულა, რომ მთავრობა არ იმსახურებს და საზოგადოება იმსახურებს, კიდევ სხვა მუხლის დარღვევაცაა, რომელსაც ევროინტეგრაციის საკითხებზე ვალდებულებები აქვს გათვალისწინებული კონსტიტუციაში",- აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics