09:24 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 12:10:02, 1083 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „დრიმ პალას დეველოპმენტი“ 5 მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „დრიმ პალას დეველოპმენტი“ 5 მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს ოლიმპიური აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 40 მლნ ლარს შეადგენს,  „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია კი 35 მლნ. ლარია.  მიმდინარე პროექტი 50 000 კვ.მ - მდე ორ 8 სართულიან და სამ 7  სართულიან, ჯამში 5 მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს.

დრიმ პალას დეველოპმენტი ახალი დეველოპერული კომპანიაა,  რომელსაც მასშტაბური გეგმები აქვს და მის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს.  მიმდინარე პროექტი კი  დიღომში, ოლიმპიური აუზის მიმდებარედ 50 000 კვ.მ -ზე მულტიფუნქციური  საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა.

„საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია სამშენებლო სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. აღსანიშნავია, რომ „დრიმ პალას დეველოპემნტთან“ ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის  სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის გავითარების საწინდარია“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics