|
2023-08-19 13:11:15, 849 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან ერთად შვედეთში სამუშაო ვიზიტით გაემგაზვრა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ზელენსკის თქით, ვიზიტის ფარგლებში შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერს, ანდრეას ნორლენს და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება. "ფართო შეხვედრები გველის. მე პირადად მინდა მადლობა გადავუხადო შვედეთს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ჩვენი ბრძოლის მხარდაჭერისთვის. ჩვენი უპირველესი ამოცანაა უკრაინელი ჯარისკაცების გაძლიერება, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება, კერძოდ თავდაცვის ინდუსტრიაში, უკრაინის ევროინტეგრაცია და საერთო უსაფრთხოება ევროატლანტიკურ სივრცეში",- წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)