|
2023-08-19 11:57:26, 867 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - რუსეთმა უკრაინაში ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია
რუსეთმა უკრაინაში ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან სამმხრივი სამიტის შემდეგ განაცხადა. ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის არგუმენტაცია უკრაინაში შეჭრის შესახებ „სასაცილოა". "რუსეთმა ომი უკვე წააგო. მან ვერ მიაღწია თავის პირვანდელ მიზანს. ეს შეუძლებელია",- განაცხადა ბაიდენმა. მისივე თქმით, რუსეთის აგრესიაზე შესაბამისი რეაქციის არქონა, შესაძლოა, ჩინეთისთვის ტაივანთან დაკავშირებით გარკვეული გზავნილის მატარებელი იყოს. "რუსულ აგრესიაზე რეაქციის არარსებობა ჩინეთისთვის ტაივანის მიმართებაში სიგნალიც გახდებოდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, არაფერი, რომ არ გაგვეკეთებინა? რომ გავჩერდეთ, რა გზავნილს გაუგზავნის ეს ჩინეთს ტაივანთან დაკავშირებით? რა სიგნალს გაუგზავნის ეს მთელ მსოფლიოს?",- დასძინა ბაიდენმა. გარდა ამისა, აშშ-ის პრზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ ევროპული პრობლემა არ არის და ასეთი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში არ ყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)