11:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 18:32:53, 753 ნახვა

მსოფლიო
ავსტრიის ყოფილ კანცლერს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს

ავსტრიის ყოფილ კანცლერს, სებასტიან კურცს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ პარასკევს ეკონომიკისა და კორუფციის საკითხებში პროკურორმა განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, კურცმა ცრუ ჩვენება მისცა პარლამენტის კომიტეტს, რომელიც მისი კანცლერობის პერიოდში კორუფციისა და ქრთამის ბრალდებებს იძიებდა.

გამოძიებით მტკიცდება, რომ ყოფილმა კანცლერმა ცრუ ჩვენება მაშინ მისცა, როდესაც მას ავსტრიის კეთილდღეობის ფონდის ხელმძღვანელის დანიშვნაზე ჰკითხეს.

სებასტიან კურცი ბრალს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ბრალდებების სიცრუე სასამართლოში დამტკიცდება.

"ბრალდებები ცრუა და მოუთმენლად ველით, როდესაც სიმართლე საბოლოოდ გამოაშკარავდება და ბრალდებები სასამართლოში უსაფუძვლო აღმოჩნდება", - წერს კურცი სოციალურ ქსელ X-ში, რომელიც წარსულში Twitter-ის სახელით იყო ცნობილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics