|
2023-08-17 10:13:37, 1055 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ G7-ის დეკლარაციას ბულგარეთი უერთდება
ბულგარეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულებების უზრუნველყოფის შესახებ "დიდი შვიდეულის" ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდეს. ბულგარეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანა პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს უკრაინას, რომელიც "რუსეთის აგრესიას ეწინააღმდეგება და ასევე, პირდაპირი წვლილი შეაქვს ევროპის ყველა წევრი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვაში". "ამ თანმიმდევრული პოლიტიკის მიხედვით, ბულგარეთი შეუერთდება "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის მხარდასაჭერად",- აცხადებენ ბულგარეთის მთავრობაში. შეგახსენებთ, ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, "დიდი შვიდეულის" ქვეყნები უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიების" ჩარჩო დოკუმენტზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ლიდერები შეთანხმდნენ უსაფრთხოების გარანტიების არა კონკრეტულ პარამეტრებზე, არამედ მათ ჩარჩოებზე და კონკრეტული ორმხრივი ხელშეკრულებები მოგვიანებით გაფორმდება. ბულგარეთის გარდა, დეკლარაციას უკვე 15 სახელმწიფო შეუერთდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)