11:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 21:57:00, 776 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთმა 350 მილიონი ევროს ღირებულების სანქცირებული რუსული აქტივები გაყინა

ჩეხეთში რუსეთის მოქალაქეების სანქციებს დაქვემდებარებული, გაყინული აქტივების ჯამური მოცულობა 347.36 მილიონი ევროა, - ამის შესახებ უკრაინაში ჩეხეთის ელჩმა, რადეკ მატულამ განაცხადა.

ჩეხეთის ელჩის თქმით, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად აკვირდებიან ინფორმაციას იმ რუსეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან.

ამავდროულად, მატულამ კიევს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაში პრაღის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში ჩეხეთის პრემიერმა, პეტრ ფიალამ გამოაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების ასობით მილიონი კრონის ღირებულების აქტივები გაყინა, რომლებიც ექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics