|
2023-08-16 15:47:01, 1252 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისია - რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი €135 მილიონი უკრაინასა და მოლდოვას გადაეცემა
რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი €135 მილიონი უკრაინასა და მოლდოვას გადაეცემა, - ამის შესახებ კომისარმა ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში, ელისა ფერეირამ განაცხადა. როგორც ფერეირა აღნიშნავს, მიღებული გადაწყვეტილება უკრაინელებსა და მოლდოველებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. "მოხარული ვარ, რომ თანხები, რომლებიც თავდაპირველად ამ თანამშრომლობისთვის გვქონდა დაგეგმილი, ახლა ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში, უკრაინასა და მოლდოვას მოხმარდება. ეს ევროკავშირის რეგიონებს, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებსა და უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ფერეირამ. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შემდეგ, 2022 წლის მარტში ევროკომისიამ რუსეთთან და მის მოკავშირე ბელარუსთან თანამშრომლობის პროგრამები შეაჩერა და მათთვის განკუთვნილი €26 მილიონი უკრაინასა და მოლდოვას გადასცა. 2023 წლის 16 აგვისტოს გამოცხადებული გადაწყვეტილებით 2021-2027 წლებისათვის გაწერილი თანხაც იგივე წესით გადანაწილდება.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)