|
2023-08-15 09:34:43, 972 ნახვა
მსოფლიო
მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაღუპულია 27 ადამიანი [ვიდეო]
რუსეთის ფედერაციაში შემავალ დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა "რია ნოვოსტი" დაღესტნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 70-ს აჭარბებს. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილია 65 ადამიანი, მათ შორის არის 11 ბავშვი. როგორც "რია ნოვოსტი" წერს, აფეთქების შედეგად დაშავებულებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალური თვითმფრინავით, მოსკოვის საავადმყოფოებში გადაიყვანენ. დაჭრილების სამედიცინო დახმარების ორგანიზებისთვის კი, დაღესტანში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ვიქტორ ფისენკო ჩაფრინდა. აფეთქების შედეგად ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დაღესტანში 15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)