10:16 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 10:22:19, 1320 ნახვა

ეკონომიკა
ჯერ დაისვენე, მერე გადაიხადე - ბაზისბანკის საკრედიტო მეგო ბარათი საზაფხულო პირობებით

ზაფხული შვებულებასთან, დასვენებასა და დროის სასიამოვნოდ გატარებასთან ასოცირდება, რაც ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ბაზისბანკი მომხმარებელს, პირველ ქართულ საკრედიტო მეგო ბარათზე საუკეთესო და მათ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულ პირობებს სთავაზობს.

საკრედიტო მეგო ბარათი იდეალური საშუალებაა დასვენების, შოპინგის ან სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის დროს. როდესაც ხელფასამდე ცოტა დროა დარჩენილი, საკრედიტო მეგო ბარათით მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს 55 დღემდე უპროცენტო საშეღავათო პერიოდით, საკომისიოს გარეშე გადაიხადოს პროდუქტის ან მომსახურების ღირებულება და მიიღოს ქეშბექი, პოს ტერმინალზე მეგო ბარათით გადახდილი თანხის 1%-ის ოდენობით. 

მეგო ბარათით, ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ პოს ტერმინალზე გადახდის შემთხვევაში, დახარჯული თანხის 1% ანგარიშზე ბრუნდება თანხის და არა ქულების სახით. მისი გამოყენება კი ნებისმიერი დანიშნულებით არის შესაძლებელი, როგორც კომუნალური გადახდებისას, ასევე ტერმინალზე გატარების ან განაღდების შემთხვევაში.

ბაზისბანკის მეგო ბარათი უკონკურენტოა ბაზარზე. ბარათის აღება უფასოა და არ ერიცხება მომსახურების საკომისიო, სარგებლობა შესაძლებელია ყველაზე მაღალი, 30,000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით და ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ყოველთვიური შენატანის ოდენობა კი ათვისებული თანხის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ბარათის ერთ-ერთ უპირატესობას, ბაზარზე არსებულ სხვა საკრედიტო ბარათებთან შედარებით, ასევე განაპირობებს ბანკომატში განაღდების დაბალი საკომისიო, რაც 2.5%, მინიმუმ 1 ლარია.

საკრედიტო მეგო ბარათზე განაცხადის შევსება შესაძლებელია სესხების პლატფორმაზე bbcredit.ge ბანკის ვებ-გვერდზე ან ბაზისბანკის ნებისმიერ ფილიალში.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics