|
2023-08-13 11:18:35, 999 ნახვა
მსოფლიო
უკრაინას სურს გამორიცხოს ისრაელი რამშტეინის ფორმატიდან და ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი დააწესოს- Kyiv Post
უკრაინა განიხილავს ისრაელის რამშტეინის თავდაცვის ჯგუფიდან ამოღებას. ამის შესახებ Kyiv Post-ი წერს. რამშტეინის საკონტაქტო ჯგუფში შედიან ნატოს 30 და 24 სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ყველა მათგანი კიევისთვის სამხედრო დახმარების საკითხებს ეხება. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში Kyiv Post-ის წყაროებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისრაელი უკრაინას სამხედრო დახმარებას არ უწევდა. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რამშტეინის ფორმატში შეხვედრებზე განხილული ინფორმაცია ისრაელმა გამოიყენოს საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის, მონაცემების რუსეთში გადაცემამდე. გარდა ამისა, კიევი განიხილავს ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას, აღნიშნავს გაზეთი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. გამოცემა Kyiv Post-ში გავრცელებული ცნობების ფონზე, ცნობილი გახდა, უკრაინელი ლტოლვილებისთვის ისრაელში უფასო მკურნალობის შეწყვეტის შესახებ. ამავდროულად, თავად ისრაელი ცდილობს მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები ათასობით ებრაელი პილიგრიმისთვის, რომლებიც ყოველწლიურად ჩადიან უმანში ებრაული ახალი წლის აღსანიშნავად. მუდმივი დაბომბვით შეუძლებელია ამ გარანტიების მიცემა, აცხადებენ წყაროები Kyiv Post-თან. ისრაელმა დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ქვეყანა კიევს სამხედრო დახმარებას არ უწევს, მაგრამ რეგულარულად ახორციელებს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მიწოდებას.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)