11:22 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 13:47:13, 1254 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რთველის საორგანიზაციო საკითხები მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ  და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2023 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ, არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიგვიღია მეწარმეებთან და ფერმერებთან კონსულტაციების გარეშე, რაც გვაძლევს კიდეც შედეგს. სახელმწიფო მეღვინეობის დარგის მხარდაჭერას გააგრძელებს არაერთი მიმართულებით, ცხადია, გაგრძელდება მარკეტინგული მხარდაჭერა, რაზეც ჩვენ ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს.

კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის  0,20 ლარს.

გასულ წელს, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ რქაწითელისა და  1 კგ კახური მწვანისათვის  0,35 ლარს შეადგენდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სრულ მზადყოფნაში არიან, რომ მოსავლის დაბინავება მოხდეს ორგანიზებულად და ყველა მევენახეს მიეცეს ყურძნის შეუფერხებელი ჩაბარების შესაძლებლობა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმა რთველში ჩასართავად და მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის მზად ყოფნა გამოხატეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics