14:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 18:17:28, 894 ნახვა

საზოგადოება
პაპუაშვილი - თანხების შეგროვების არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება, ჟურნალისტებთან სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობაზე კომენტარი გააკეთა.

მისი განცხადებით, მოქალაქეებს სურთ, მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთონ, თუმცა, ამ დროისთვის სამაშველო პროცესი სრულად არის უზრუნველყოფილი ადამიანური რესურსით.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაკარგული ახლობლების შესახებ პასუხებს ელოდება და ის პირებიც, ვინც სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს, სრულად არიან სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი და შესაბამისად, სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიები ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების ფინანსური დახმარების შესახებ, საჭირო არ არის.

"მობილიზებულია ყველა ინსტიტუტი, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა და ჩვენი მოქალაქეებიც მოწადინებულები არიან რომ აქ იყვნენ. მნიშვნელოვანია ორი მომენტი: ამ დროისთვის რაიმე მოხალისეობრივი ჩართვის აუცილებლობა არ არის, ხედავთ, რომ აბსოლუტურად სრულად არის ადამიანური ძალით უზრუნველყოფილი პროცესი.

ასევე, მინდოდა ყურადღების გამახვილება გუშინ სოციალურ ქსელებში თანხების შეგროვების, დახმარების შესახებ - ამის არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო. ყველა, ვისი ახლობელიც დაკარგულია და ელოდება პასუხებს ან ისინი, ვინც გამოყვანილია ტერიტორიიდან, არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ვთხოვ ყველას, ერთადერთი, რაც დღეს საზოგადოებას სჭირდება, ეს არის თანადგომა და ჩვენი მაშველების გულშემატკივრობა, რომ მათი საქმიანობა იყოს წარმატებული", - განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics