17:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 16:46:41, 757 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ნათია ბახტაძის მკვლელობა დაადასტურა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ოკუპირებული გალის მცხოვრები ნათია ბახტაძე მოკლულია.

ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

"28 ივლისს, ქალაქ ოჩამჩირეში მცხოვრებმა 1998 წელს დაბადებულმა აინარ წვიჟბამ "ლექსუსის" მარკის ავტომობილის სალონში ნათია ბახტაძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. 

ეჭვმიტანილმა წვიჟბამ აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ გვამი ენგურის მე-3 ვარდნილჰესზე ჩაძირა",- ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხედრის აღმოსაჩენად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ოკუპირებულ გალში მცხოვრები 1995 წელს დაბადებული ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს, მისმა დედამ, იამზე აგუმავამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics