17:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 18:19:37, 551 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, მესამე მიკრორაიონის N6 კორპუსთან ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, ეზოს მოწესრიგების სამუშაოები მესამე მიკრორაიონის N6 კორპუსთან მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით,1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 50 000 ლარი დაიხარჯება. 

"გზის საფარის მოწესრიგებამდე აღნიშნულ კორპუსში გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამით, წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 60 000 ლარამდე დაიხარჯა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო",- ნათქვამია გამგეობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics